პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი გახდა
პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი გახდა. შესაბამისად, ის 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ბელარუსში საქართველოს წარადგენს.
პირველი არხის გადაწყვეტილებით, ბელარუსში გაემგზავრებიან ფინალისტები ანასტასია ტოგონიძე და ნიკოლოზ ვასაძეც.
საბავშვო ევროვიზია ნოემბერშია დაგეგმილი. “რანინა” პირველი არხის ეთერში ორი მარტიდან გადიოდა. პროექტი 8 წლიდან 13 წლამდე მომღერლებისთვის იყო განკუთვნილი. პროექტში 10 კონკურსანტი მონაწილეობდა.