პირველი არხის პროექტი - გამარჯვებულთა დაჯილდოება

საქართველოს პირველმა არხმა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინ-ოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

ონლაინ-ოლიმპიადაში, „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. გასაუბრების შედეგად ფინალურ ეტაპზე მეშვიდე კლასის 44 მოსწავლე გადავიდა. პროექტი საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.