თელავში, მწერალ ზაირა არსენიშვილზე საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „დროის სუნთქვა – კახური ქრონიკების“ პრემიერა გაიმართა.
ფილმი, რომლის ავტორია ქეთევან სადღობელაშვილი, ასახავს მწერლის ცხოვრებას, შემოქმედებას და იმ ეპოქას, რომელსაც მწერალი თავის მოთხრობებში მხატვრულად აღწერდა. ფილმის გადაღების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის მწერლის შემოქმედების გაცნობა. საათნახევრიანი ფილმის გადაღება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერას მწერლის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ფილმის ტელეპრემიერა ხვალ, პირველი არხის ეთერში, 22:00 საათზე გაიმართება.