საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
საქმე 21 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველების მხრიდან, მისი ცემის ფაქტს ეხება.
გამოძიების შეკითხვებს ის მოწმის სტატუსით პასუხობს. სავარაუდოდ დღეს პროკურატურა ნიკა მუხიგულაშვილს დაზარალებულად ცნობს.