სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დღეს პირველი არხის ბრიუსელის ბიუროს საკითხიც დაისვა. საბჭოს წარმომადგენლებს ბიუროს შესაძლო დახურვაზე შეკითხვები გენერალურ დირექტორთან ჰქონდათ. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით ბიურო არ იხურება. პირველი არხის ევროპულ მიმართულებაზე ჟურნალისტები როტაციის პრინციპით იმუშავებენ.