პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა 2024 წლის 27 აგვისტოს დასრულდება
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა 2024 წლის 27 აგვისტოს დასრულდება. თარიღი არხის მენეჯმენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაასახელა. გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირველ არხს ახალი შენობა 27 აგვისტოს ჩაბარდება.