პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობაში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო და არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 64 წლის იუბილე აღნიშნა. ტელევიზიის თანამშრომლებმა საკუთარი სურვილები სიმბოლურად მშენებლობის საძირკველში დატოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა პირველი ტელევიზიის იუბილეზე და ახალი წამოწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2023 წელს საქართვლოს პირველ არხს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე შენობა ექნება. პროექტი კონკურსის მიხედვით შეირჩა და მონაწილეობა მაყურებლებმა მიიღეს.