პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. ეს არის ონლაინ რადიო-ტელევიზია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მათ ენაზე მომზადებულ საინფორმაციო პროგრამა „მოამბეს“ და გადაცემებს შესთავაზებს.
პრეზენტაციას საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება და მათი მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოც, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისგან შედგება.