„გადაწყვეტილება“ – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელსაც საქართველოს პირველი არხი საზოგადოებას ახალი სეზონიდან სთავაზობს.
პროექტი განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე ფართო დისკუსიას ითვალისწინებს. გადაცემაში წარმოდგენილი იქნება ყველა მხარე – მასწავლებელები, მშობლები, განათლების სამინისტრო, განათლების ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე და საკუთარ მოსაზრებებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გაუზიარებენ.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა კახეთის რეგიონის პედაგოგებთან გურჯაანის ტექნოპარკში. შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და გადაცემაში განსახილველი საკითხების ობიექტური განხილვისა და საზოგადოებრივი შეფასების თავისუფალ და ღია პლატფორმად იქცევა.