პირველი არხის ახალი მუსიკალური პროექტი

პირველი არხის ახალი მუსიკალური პროექტისთვის კონკურსანტების შერჩევა გრძელდება.

ახალციხის შემდეგ „ხალხურის“ შემოქმედებითი ჯგუფი ბოლნისს სტუმრობს. „ხალხური“ არის სახალხო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალურ და თვითმოქმედ გუნდებს, საოჯახო ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს მთელი საქართველოდან.