პირველი არხი გილოცავთ ახალ წელს

 წლის ერთი დღე, როდესაც საინფორმაციო გამოშვების გუნდს უჩვეულო ამპლუაში ხედავთ – დადგა იმ კადრების გასაჯაროების დრო, რომლებსაც 365 დღის განმავლობაში ახალი წლის ღამისთვის ვაგროვებთ. ჩვენ, ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ – ჩვენი ემოციებით, რეაქციებით, დამოკიდებულებით – მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აკადემიურობა და სერიოზულობა მოგვეთხოვება, არის მომენტები და უხერხული სიტუაციები, რა დროსაც ემოციების მართვა და შეკავება ჩვენთვისაც რთულია. მოკლედ, საახალწლო ეთერის განუყოფელი ნაწილის – კურიოზების დროა.

როგორც ჟურნალისტები, ისე რესპონდენტები და მაყურებელი კადრებს, რომელიც ახლა ეთერში გავა, ყოველ წელს განსაკუთრებით ელოდება. 2022 წლის სახალისო მომენტები და კურიოზები თქვენთვის გიორგი კობერიძემ მოამზადა.