უპრეცედენტო პროექტი, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში საქართველოს პირველმა არხმა და განათლების სამინისტრომ ერთობლივად მოამზადეს.
30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი სახელწოდებას იცვლის და საგანმანათლებლო პლატფორმად ყალიბდება.
„პირველი არხი განათლება“, – ასე დაერქმევა არხს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში სწავლების სპეციალურ ფორმატს შესთავაზებს.
„ტელესკოლის“ პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს ჩაუტარებენ. საგანმანათლებლო პროექტი მთლიანად ეროვნულ სასწავლო პროგრამაზეა მორგებული. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს ინტერნეტთან წვდომის გარეშეც საშუალება ექნება, ტელეგაკვეთილებს თვალი მიადევნოს.
პროექტში ამჯერად პედაგოგის სტატუსით ჩართული იქნება საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორიც.