საქართველოს პირველი არხი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
მომავალი წლის ნოემბერში ჩვენი ტელევიზია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეის მასპინძელი პირველად იქნება. ასეთია ჟენევაში კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. 150-ზე მეტი დელეგატი 56 ქვეყნიდან – 17-წლიანი ისტორიის მქონე ყოველწლიური ფორუმი „იბიუს“ წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების ახალი ამბების ხელმძღვანელებს შორის ახალი ამბის გაშუქების კუთხით გამოცდილების გაზიარების და სფეროში დანერგილ ახალ მიმართულებებზე ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო პლატფორმაა.