პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.H1 N1 ვირუსის სიმპტომების გაჩენისთანავე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. საგანგებო სამუშაო გრაფიკზე გადასვლის მიუხედავად, ჯანდაცვის უწყების ცნობით, ავადობის მაჩვენებელმა იკლო.