პირველ არხს ბათუმში 2018 წლის ივლისში ახალი სტუდია ექნება.
სტუდია ფიროსმანის 18 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის 26-ე სართულზე განთავსდება.
ტენდერი პირველი არხის ბათუმის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად დღეს გამოცხადდა.
ელექტრონული ტენდერის სასტარტო ღირებულება 1 000 284 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2018 წლის 29 იანვარს, 12:00 საათზე დასრულდება.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დამთავრდეს.
იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, განცხადების ნომერი – SPA 170016669