სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, საახალწლო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ექვსი მოქალაქე ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მათ შორის მცირეწლოვნები, ძირითადად 8-9 წლის ასაკის ბავშვები არიან. ოთხი მათგანი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობს. დაზარალებულებს დამწვრობა და დაზიანებები სახისა და ხელის არეში უფიქსირდებათ.