პირი, ვინც კირთაძეს კვერცხები ესროლა, დააკავეს

პირი, რომელიც ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყებაში გიორგი კირთაძეც გამოიკითხა. თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გიორგი კირთაძეს თავს „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერი დაესხა. კირთაძეს მან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კვერცხები ესროლა. ინციდენტი შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. გიორგი კირთაძე დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.