პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კანონპროექტი პირბადის ტარების წესების დარღვევის შესახებ ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე განიხილება.

საჯარიმო თანხა ფიზიკური პირისთვის 50, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარით განისაზღვრა. 50-50 ლარის გადახდა მოუწევთ მგზავრსა და მძღოლს, იმ შემთხვევაში თუ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაირღვევა. წესები ეხება კერძო ტაქსებსაც.

უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, მანანა დევაძე გაგვაცნობს.