იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით შეცვლას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. აქცია პირველ მარტამდე გაგრძელდება.
კერძოდ, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის, ე.წ. ლამინირებულ, ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასოდეს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით – შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია.