პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
უკრაინის პრეზიდენტი განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.