საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს. თუმცა პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ ის კვლავ რჩება ბიძინა ივანიშვილის მომხრედ. მამრაძის ვარაუდით, გიორგი შენგელაიას არჩევნებში გარკვეული შანსები აქვს. პარტია „ქართულ ოცნებას“ კი ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავოს.