გალერეა „წითელ კვადრატში“ თვითნასწავლი მხატვრის, კახა ესებუას ექსპოზიცია გაიხსნა. პერსონალურ გამოფენაზე, სახელწოდებით – „გუშაგი ცნობიერების ზღვარზე“, – ხელოვანის ბოლო პერიოდის შემოქმედებაა წარმოდგენილი. ნამუშევრების შინაარსობრივი აღქმა მთლიანად მნახველის ინდივიდუალურ ფანტაზიასა და ემოციებზეა დამოკიდებული.
ექსპოზიცია საგამოფენო დარბაზში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.