დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრების, მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენები გაიხსნა. მაკა ბატიაშვილის გამოფენა „სიჩუმის დარღვევა“ მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა მთავარი თემაც ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა. გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა კი ნოეს კიდობნის ინტერპრეტაციაა. ექსპოზიცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17 ივნისამდე გაგრძელდება.