28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ყოველწლიური ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე ისაუბრეს, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ სტანდარტს აწესებს და 2024 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში. ამასთან, სამსახურის უფროსმა საზოგადოებას დაგეგმილი აქტივობები გააცნო და სამართლის ჟურნალის მეორე ნომერი წარუდგინა.