„დაბალი ხელფასები უდრის უმუშევრობას“ – ამ სახელწოდების პრეზენტაცია, „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, დღეს ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ წარადგინეს. „გამარჯვების კოალიციამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პერფორმანსი გამართა.
ლიდერები შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც მათი თქმით, სიმბოლურად წარმოადგენდნენ იმ პროფესიებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში დასაქმებულად ითვლებიან, თუმცა, მათი დაბალი ხელფასი, ფაქტობრივად, უმუშევრობის ტოლფასია.