იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამაგალითო უწყებაა. იუსტიციის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 450 თანამშრომელი წაახალისა.