პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.