ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდა.
ლიბანში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი პეიჯერების მასობრივი დეტონაციის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეირუთსა და სხვა რაიონებში რაციებიც აფეთქდა. როგორ მოხერხდა ელექტრონულ მოწყობილობებში ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება – „ჰეზბოლა“ და ლიბანის მთავრობა მის წინააღმდეგ ოპერაციაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. ანალოგიურია ირანის პოზიციაც. ბოლო მონაცემებით, „ჰეზბოლას“ საკომუნიკაციო პეიჯერების აფეთქებების სერიამ 12 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა ასეულობით პირი.