მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. 2021 წელს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საგნობრივ გამოცდას აბარებენ, მათ შორის პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში. გამოცდები 27 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდით დასრულდება, რომელთა გამოცდაც წელს პირველად ტარდება.