ბუტა რობაქიძის და სხვა გახმაურებული საქმეები ბათუმშიც გაიხსენეს.
ქალაქი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ლოზუნგებმა მოიცვა. „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ევროპის მოედანზე მოწყობილი აქციის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის შეხსენება იყო. ორგანიზატორებმა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება მოითხოვეს და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.