„პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ძაგანიამ მოსახლეობას პარტიის პროგრამა გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მათი პარტიის მთავარი პრიორიტეტი, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაა.