„პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, კახაბერ ძაგანია ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა. ისაუბრეს ცხოველებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებსა და შესატან ცვლილებებზე. კახაბერ ძაგანიას განცხადებით, ცვლილებები სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავა, რომელიც როგორც ცხოველთა, ისე ადამიანთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.