„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია  

საპარლამენტო ვნებათაღელვა მოჰყვა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის ჩავარდნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. დოკუმენტს მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45-ვე მათგანი დღეს ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატებს კი, რომლებმაც რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს, ირმა ინაშვილი აკრიტიკებს.

„პატრიოტების“ რეზოლუცია ჩავარდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის სამართლებრივ შეფასებაზე დოკუმენტი შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადდეს.