„პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა

„პატრიოტთა ალიანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვას მოითხოვს.

ორგანული კანონის მიღებამდე, მორატორიუმის გამოცხადება ალიანსის დეპუტატებმა დღეს ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე დააყენეს.