„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან 

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში, პაატა ჯიბლაძე ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად აქცია გამართა. როგორც ჯიბლაძე აცხადებს ნიკო ნიკოლაძის ქუჩის საერთო საცხოვრებლების შვიდ კორპუსში მოსახლეობა უკვე 19 წელია ბინების დაკანონებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მაჟორიტარობის კანდიდატი პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას დროს 16 ოქტომბრამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრება. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ,  ნიკოლაძის ქუჩაზე და ასევე  ქალაქის სხვა ლოკაციებზე მცხოვრები, ანალოგიური პრობლემის მქონე მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესი უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე დაკანონებულია 98 და დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს 650 განაცხადზე.