„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების დღეს კენჭისყრის საათების გახანგრძლივებას ითხოვს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ კოვიდრეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროცესი რთული სამართავი იქნება, რაც მოითხოვს დამატებით დროს. „პატრიოტთა ალიანსში“ ვარაუდობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი ვერ შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარტია პარლამენტს დღეს მიმართავს და მის დაჩქარებულ განხილვას მოითხოვს.