„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნანა დევდარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინოს და არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისგან“, “ნაციონალური მოძრაობისგან“ და „ევროპული საქართველოსგან“ შემდგარი პარლამენტი მიიღოს. დევდარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 12-18 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიად წარმოჩენა არის წინასწარი მანიპულაცია, რომ არჩევნები გაყალბდეს.