„არა მიშას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამ მოწოდებებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან. ამავე ლოზუნგებით პარტიამ აქციები რამდენიმე ქალაქში უკვე გამართა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დაბრუნება დაუშვებელია და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
რა ხდება ამ წუთისათვის დედაქალაქის მთავარ მოედანზე და დაიწყო თუ არა უკვე გამოსვლები, ამის შესახებ სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.