„არა მიშას,“ „არა ნაციონალურ მოძრაობას,“ „არა ნაციონალური მოძრაობის ნამსხვრევებს,“ – ამ მოწოდებებით „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში აქცია გამართა.
აქციაზე მისულ მხარდამჭერებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მიმართეს. პროტესტის მონაწილეთა განცხადებების თანახმად, მმართველი პარტიის შეცდომების მიუხედავად, ქართველმა ამომრჩეველმა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭიროს.
ბათუმში გამართულ აქციას მერაბ წულუკიძე ესწრებოდა.