ზეპირი განცხადებების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკვე პარლამენტის რეზოლუციით ითხოვს.
შესაბამისი პროექტი უკვე მზად არის და მას კომიტეტებში განიხილავენ. დოკუმენტის ავტორები საკუთარ მოთხოვნას პარლამენტის მიერ უკვე მიღებული ორი დადგენილებით ამყარებენ. საუბარია იმ დადგენილებებზე, რომლითაც პოლიტპატიმრების, ასევე წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღიარება მოხდა. ირმა ინაშვილის გუნდი ითხოვს, ექვსი თვის ვადაში დაისაჯოს წინა ხელისუფლების ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც დადგენილებებით აღიარებულ დანაშაულებში ედებათ ბრალი.
საკომიტეტო განხილვები ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.