ფეხბურთელებმა მადლიერება გამოხატეს ილია მეორესთან შეხვედრის გამო და აღნიშნეს, რომ ყოველთვის იგრძნობა პატრიარქის მხრიდან მხარდაჭერა და ლოცვა-კურთხევა ეროვნული ნაკრების მიმართ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ასევე ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს გამოეხმაურნენ და ნაკრების სახელით მას მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს, – ამის შესახებ ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ გაავრცელა.