სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგება შეასრულა.
საკვირაო ქადაგების დროს ილია მეორემ საკუთარ განსაცდელზე ისაუბრა და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დროს თქვა, რომ ასეთი შემთხვევა ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება. ილია მეორემ ქადაგების დროს ასევე აღნიშნა, რომ 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 25 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს უთხრა, რომ მისთვის ილოცონ. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ პური და ხილი აკურთხა.