პატიმრების წამების საქმე

2010-2012 წლებში გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

7 მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვები მოისმინეს. გამოძიება გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციასა და რეჟიმის ყოფილ ოფიცერს, მალხაზ ღვინიაშვილს პატიმართა წამებას, კიდევ 5 ყოფილ თანამშრომელს კი პატიმრების არაადამაინურ მოპყრობას ედავება. ადვოკატების განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულების წინააღმდეგ მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. სახელმწიფო ბრალდება კი იმ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომელთა გათვალისწინებითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაცაციასა და ღვინიაშვილს 9 წლით, სხვა ოფიცრებს კი 3 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მომდევნო სდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს საკუთარ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს წარუდგენს.