პატიმრების წამების ორგანიზების საქმე

რეზონანსულ საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი 2012 წელს გლდანის ციხეში წამების ფაქტს სასამართლოს წინაშე პირველად იხსენებს.

ედემ წოწორიამ საკუთარ ჩვენებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების იმდროინდელი თანამშრომლები ამხილა. პატიმარი იმ პირების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ექვსი წლის წინ მსჯავრდებულების წამებას ორგანიზება გაუწიეს. საუბარია იუსტიციის მაშინდელ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ჭაკუაზე, რომლებიც პატიმრების წამების გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტები არიან.