პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის არსებითი განხილვა
პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმე – საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს უსმენენ, რომლებიც აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული არიან. ჩვენებას ზაზა ხარაიშვილი აძლევს და ბრალდებას უარყოფს.
დღესვე მოუსმენენ ადმინისტრაციის სხვა ყოფილ თანამშრომლებსაც. წინა პროცესზე უკვე დაიკითხა ოლეგ ფაცაცია.