პატარკაციშვილის საქმის განხილვა გრძელდება

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის, გამომძიებელი, ექსპერტი და კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი. საქმის გამომძიებელთან დაცვის მხარეს, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ პავლიაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დიქტოფონის შესახებ ჰქონდა კითხვები. როგორც ადვოკატი ამბობს, დიქტოფონის ამოღების დროს ოქმში რაიმე საიდენტიფიკაციო ნომერი არ არის მითითებული და გამოძიებას შეეძლო ამ დიქტოფონის შემდეგ შეცვლა. რაც შეეხება ბრალდებას, პროკურორი ამბობს, რომ ხმის ჩამწერი მოწყობილობა კანონის სრული დაცვით არის ამოღებული.