ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე და მოწმის ჩვენება, რომელიც ბიზნესმენის ლიკვიდაციის მომზადებაში მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე საუბრობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის სამსახურის თანამშრომელი და უფროსი იკითხებიან. მოწმის ინფორმაციით, 2007 წელს კუდ-ის თანამშრომელი „მასტერა“, იგივე გიორგი დგებუაძე მას შეხვდა და პირადად ესაუბრა. მან ასევე დაადასტრა, რომ აღნიშნული შეხვედრიდან გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსი, „მასტერასთან“ საუბრის იდენტურია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეპიზოდზე ბრალდებულია კუდ-ის ყოფილი 3 მაღალჩინოსანი.