იგეგმებოდა თუ არა 2007 წელს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, – ოქტომბერში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება.
მოსამართლეს, მოწმის სახით ჩვენება, კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა მისცა. საუბარია იმ ადამიანზე, რომლის სახლში, გამოძიების მასალების მიხედვით, კუდ-ში გამართული თათბირის ამსახველი აუდიო-ჩანაწერი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩანაწერში ბიზნესმენის მოწამვლის გეგმაზეა საუბარი.