ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. კრემლის ლიდერი საქართველოში მის მიერ ოკუპირებული რეგიონების ისტორიულ წარსულზე საკუთარ ვერსიას აყალიბებს.
ვლადიმერ პუტინის ინტერპრეტაციით, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გერმანიის ჯარების დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, 1919-20 წლებში კი ქართულმა ჯარმა ოსეთში გენოციდი მოაწყო.
სიცრუის და არარსებული ფაქტების რეალობად წარმოჩენის მცდელობის ფონზე ქართველი ისტორიკოსები და მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში ისტორიული წყაროების და დოკუმენტების შეცვლა და ისტორიის საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგება დაიწყონ.
ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია,- ასეთია ოფიციალური თბილისის გამოხმაურება.
რეაქცია არასაკმარისია ოპონენტებისთვის. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეტ სიმწვავეს ითხოვს.