საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს „პარტრიოტთა ალიანსს“. პარტია პროპორციული არჩევნების ჩატარების იდეას ეთანხმება, თუმცა სხვა ოპოზიცურ ძალებს არ უერთდება. გუშინდელი შეხვედრა კი, პარტიის წევრებმა დროზე ადრე დატოვეს და საკუთარ მხარდამჭერებს სპორტის სასახლეში შეხვდნენ.
ალიანსის ლიდერებმა, მათი სამომავლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია, თანამოაზრეებს სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. პარტია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.